უკრაინაში კვირას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა
უკრაინაში კვირას გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სისტემური დარღვევები, რომლებსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ სამოქალაქო მონიტორინგის ქსელის „ოპორას“ საიტზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ყველაზე ხშირი დარღვევაა პარსპორტის გარეშე საარჩევნო ბიულეტენების გაცემა. ის საარჩევნო უბნების 4,6 პროცენტზე დაფიქსირდა. ამის შემდეგ მოდის კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა, რაც საარჩევნო უბნების 2,6 პროცენტზე იყო შემჩნეული. ამასთანავე, ოდესის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ეს მაჩევენებელი 7,2 და 6,8 პროცენტს შეადგენს. დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის 54 მცდელობის ფაქტი. ამისთვის ქალაქ ვიშნევოეში კიევის მახლობლად პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა.
16.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩველეთა 36,2%-მა მიიღო მონაწილეობა. არჩევნები ჩაიშალა მარიუპოლში. ქალაქის 230 საარჩევნო უბნიდან არც ერთი არ გაიხსნა. ქალაქის საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ბიულეტენების გამოყენებაზე, რომლებიც კანონის დარღვევით დაიბეჭდა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მარიუპოლში შექმნილ სიტუაციას მიუღებელი უწოდა და შესაბამის ორგანოებს დაავლა, რათა შემუშავდეს ღონისძიებები, რომელიც ქალაქში არჩევნების ჩასატარებლად ყველა აუცილებელ პირობას შექმნის. კიევის მერის არჩევნებში ქალაქის მოქმედი ხელმძღვანელი ვიტალი კლიჩკო ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 38-დან 40 პროცენტამდე მიიღო. დანარჩენი კანდიდატები კლიჩკოს მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ.