კანადის სანაპიროსთან ტურისტული გემი ჩაიძირა
ტურისტული გემი, რომელიც კანადის სანაპიროსთან ვეშაპებზე დაკვირვების ექსკურსიას ატარებდა, კანადის ქალაქ ტოფინოსთან ჩაიძირა. გემის ბორტზე 27 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია გემის 4 მგზავრი. სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ამ ეტაპზე კატასტროფის მიზეზები უცნობია. ტოფინო – პოპულარული ადგილია ვეშაპებზე დაკვირვების მოყვარულთა შორის.