პოლონეთში არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტია იმარჯვებს
პოლონეთში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ იმარჯვებს, რომელსაც პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იარლოსლავ კაჩინსკი უდგას სათავეში. ეგზიტპოლების მონაცემებით, მან ხმების 39% მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.
ამავე მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს პრემიერ-მინისტრ ევა კოპაჩის ლიბერალური პარტია “სამოქალაქო პლატფორმა“, რომელმაც ხმების 23,4% მიიღო. მესამე ადგილზე კი როკ-მუსიკოსის პაველ კუკიზის მოძრაობა Kukiz’15 გავიდა. მან ხმათა 9% მიიღო.
პრემიერ-მინისტრის ევა კოპაჩის პარტიამ უკვე აღიარა დამარცხება. ამ პარტიამ ბოლო ორ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.