თინათინ მჟავანაძე: პრეზიდენტი არ აპირებს, კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებას

პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, თინათინ მჟავანაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ მარგველაშვილთან ავლაბრის და ბობოყვათის რეზიდენციებთან დაკავშირებით იკამათა. მჟავანაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს რაიმე ტიპის განცხადებების გაკეთებას კულუარულ საუბრებზე.
“უკვე მეორე წელია ვისმენთ გარკვეული ტიპის განცხადებებს კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით. ასევე, მეორე წელია ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომ იგი არ აპირებს გააკეთოს განცხადებები კულუარულ საუბრებთან დაკავშირებით. არც აქამდე გაუკეთებია მას ეს და არც მომავალში ვაპირებთ რაიმე ტიპის განცხადების გაკეთებას”, – აღნიშნა თინათინ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები