პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ცალკეული პრობლემების ერთობლიობა არანაირად არ ქმნის იმ საგანგაშო სურათს, რასაც პრეზიდენტი ხედავს.
“პრეზიდენტს არაერთხელ შევხვედრილვარ, კიდევ არაერთხელ მომიწევს შეხვედრა. მასთან საქმიანი ურთიერთობა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საკითხებზე შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოზიცია. არ მგონია, რომ კონკრეტული პრობლემების ხარისხი და სიღრმე არის იმ ზომის და დონის, რომ ის საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს ან სერიოზული საგანგებო ვითარება არსებობდეს. ამაზე მედიით საუბარს ჯობია პირისპირ საუბარი. მე თუ მოვახერხებ, სანამ ქუთაისში წავალ პრეზიდენტთან მექნება საუბარი. ცალკეული პრობლემები არის ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ პრობლემების ერთობლიობა არ ქმნის ისეთ საგანგაშო სურათს, რასაც პრეზიდენტი ხედავს. თუმცა მე მასაც მოვუსმენ, შეიძლება, რამე სხვა არგუმენტები აქვს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები