მონტენეგროში ანტისამთავრობო აქციის მიმდინარეობისას 40-მდე ადამიანი დაშავდა
მონტენეგროში მომიტინგეები პრემიერ-მინისტრის გადადგომასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მონტენეგროს დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიტინგში მონაწილე ადამიანების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულ პოლიციას ხელნაკეთი ასაფეთქებლები ესროლა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, შეტაკების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა.