რუსეთი სირიასთან დაკავშირებით პოზიციას იცვლის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის, „სირიის თავისუფალი არმიისთვის“ დახმარების აღმოსაჩენად იმ რაიონებში, სადაც ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ჩვენ არ გვსურს ან მხოლოდ ბაშარ ასადის, არც მხოლოდ სირიის ოპოზიციის ინტერესების გატარება. ჩვენ გვინდა სირიის მოსახლეობის ინტერესების გატარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სირიაში იყოს მშვიდობა და ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ხოლო ტერორისტებს დამასკოში ხელისუფლების ხელში ჩადგების საშუალება არ მიეცეთ“, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სირიის ყველა ოპოზიციურ ძალას ეკონტაქტება.
„სირიის თავისუფალ არმიას“ დასავლეთის ქვეყნები ბაშარ ასადთან ბრძოლაში ეხმარებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიის ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო, ასადის ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში ხვდებოდა რუსული ავიაციის დარტყმების ქვეშ. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ როდესაც რუსეთი სირიის ტერიტორიას ბომბავს, ის „ისლამურ სახელმწიფოსა“ და სირიის ოპოზიციურ ძალებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის კანონიერ პრეზიდენტს ბაშარ ასადს ებრძვიან ტერორისტები. ამასთან ერთად, პუტინს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობს ის „ტერორისტებში“. ლავროვის ბოლო განცხადება სირიასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის გარკვეულ ცვლილებას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები