ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას
ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ბოლომდე ღირსეულად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოები, საქართველოს ხელისუფლებაც ეცდება, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი მოლაპარაკებით მოაგვაროს.
“ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ბოლომდე ღირსეულად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. არაფრის ფასად ქართველი კაცი, არასდროს არ დათმობს არცერთ გოჯ მიწას. მაგრამ ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ გონივრული პოლიტიკით და არა ყვირილით, აგრესიული რიტორიკით. ამას სახელმწიფოები ახერხებენ სხვანაირად – მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზით და გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით”, – განაცხადა პრემიერმა.