ირაკლი ღარიბაშვილი: მხოლოდ “რუსთავი 2” არაა ოპოზიციური, “იმედი”, “მაესტრო”, “პირველი არხი” ასევე ოპოზიციური არხებია

ყველა არხი ოპოზიციურია და ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის არ წარმოადგენს პრობლემას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქიბარ ხალვაში სამ წელს ცდილობდა, აღედგინა დარღვეული უფლებები. პრემიერის შეფასებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარდა, სხვა არხებიც, მაგ. “იმედი”, “მაესტრო”, “პირველი არხი” ასევე ოპოზიციურია.
“ეს კაცი 3 წელი ცდილობდა, ჩვენი დახმარებით რომ რაიმე გაეკეთებინა, მან ათსჯერ მიმართა პროკურატურას, მთავრობას, პარლამენტს ყველას მიმართა, რომ აღედგინა დარღვეული უფლებები, წართმეული ქონება, მაგრამ მის მსგავსად, საქართველოში არის ათასობით ადამიანი, რომელთაც დაკარგეს საკუთარი ქონება, სახლები. ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ. ეს არ მოხდება. გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, რატომ არის მხოლოდ “რუსთავი 2” ოპოზიციური? ასევე “იმედი”, “მაესტრო”, “პირველი არხი” არის ოპოზიციური – ყველანი ოპოზიციურები არიან, მაგრამ ჩვენთვის ეს არ წარმოდგენს პრობლემას. რამდენიც უნდათ, იმდენი გვაკრიტიკონ, ოღონდ გვაკრიტიკონ ობიექტურად, ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები