თურქმა მეთევზეებმა ეგეოსის ზღვაში წლინახევრის მიგრანტი გადაარჩინეს (ვიდეო)
თურქმა მეთევზეებმა ეგეოსის ზღვაში წლინახევრის ბავშვი გადაარჩინეს. ეს შემთხვევა ქალაქ კუშადასთან ახლოს მოხდა. ბიჭუნა სამაშველო ჟილეტში იპოვეს და თავდაპირველად იფიქრეს, რომ ის გარდაიცვალა. თუმცა მეთევზეებმა მცირეწლოვანი მიგრანტის გადარჩენა მოახერხეს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ეს ბიჭი, სავარაუდოდ, ორი ნავიდან ერთ-ერთში იყო, რომლებიც 21 ოქტომბერს ჩაიძირა. ამ კატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 16 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.