საბერძნეთის კუნძული ჰიდრა დაიტბორა (ვიდეო)

კოკისპირულმა წვიმებმა საბერძნეთის კუნძულ ჰიდრაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. რამდენიმე საათის განმავლობაში წყალმა ადგილობრივი პორტი და შემდეგ ქუჩები დატბორა. სტიქიას ამჯერად მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ სტიქიამ მრავალი სახლი და გზა დაანგრია. კუნძულის მოსახლეობა მოუწოდებს საბერძნეთის ხელისუფლებას, ის სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადოს. მდგომარეობა გართულებულია შტორმით, რაც კუნძულთან დაკავშირებას ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები