დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს
დაღესტნის უნცუკულის რაიონში „ბოევიკების“ ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. კონტრტერორისტული რეჟიმი სოფელ გიმრიშია შემოღებული. ეს ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მესამე დასახლებული პუნქტია, სადაც მსგავსი ოპერაცია ტარდება. კონტრტერორისტული რეჟიმი დაღესტნის ამ სოფელში შაბათს დილით გამოცხადდა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ფედერალურმა ძალებმა ამ სოფელში ერთ-ერთი „ბოევიკის“ განადგურება მოახერხეს. ის ორმხრივი სროლის შედეგად იყო ლიკვიდირებული, მას შემდეგ, რაც ფედერალური ძალების წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნა.