ნიგერიის მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა 18 ადამიანი იმსხვერპლა

ნიგერიის ქალაქ მაიდუგურის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აფეთქება დილის ლოცვის დროს მოხდა.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, მეჩეთში ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სააგენტოს ერთ-ერთმა სამხედრომ აცნობა, რომლის ინფორმაციით, ორი აფეთქების ხმა გაისმა. მაიდუგურიში აფეთქებები საკმაოდ ხშირად ხდება. მსგავსი ტერაქტის შედეგად გასულ კვირას რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. ამ ქალაქში ტერაქტებს, ძირითადად, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები