ობამამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კანონპროექტს ვეტო დაადო

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომლის მიხედვით უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის იარაღის მიწოდებაა დაშვებული.
„როიტერის“ ინფორმაციით, ობამამ ვეტო დაადო კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს სამხედრო ბიუჯეტის შესახებ. ამ პროექტის მიხედვით 2016 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 612 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბარაკ ობამას თქმით, ის კანონს კონგრესში დააბრუნებს და დეპუტატებს ბიუჯეტის განხილვის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„მოდით, მივიღოთ ისეთი ბიუჯეტი, რომელიც როგორც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ჩვენს ეკონომიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ასევე „როიტერის“ ინფორმაციით, მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ობამამ კანონპროექტს ვეტო დაადო, არის ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც გუანტანამოს ციხის დახურვას შეუძლებელს ხდის. ეს დანაპირები ობამას წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები