გრიგალმა „პატრისიამ“ მეხუთე კატეგორიას მიაღწია და მექსიკის სანაპიროს უახლოვდება
გრიგალმა „პატრისიამ“ წყნარ ოკეანეში მეხუთე, უმაღლეს კატეგორიას მიაღწია და მექსიკის სანაპიროს უახლოვდება. ამის შესახებ გრიგალზე დაკვირვების აშშ-ს ცენტრი იუწყება. ამჟამად გრიგალის ცენტრში ქარის სიჩქარე 260კმ/სთ-ს შეადგენს და ის მანსანილიოს პორტიდან 320 კილომეტრშია. ამერიკული უწყება მას „პოტენციურად კატასტროფულს“ უწოდებს.
მანამდე მექსიკის ხალისკოს, ნაიარითის და კოლიმას შტატებში გრიგალ „პატრისიას“ მოახლოებასთნ დაკავშირებით მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა.