Wikileaks-მა აშშ-ს სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის წერილები გამოაქვეყნა
სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა ცნობილმა საიტმა „ვიკილიქსმა“ ამჯერად იმ ელექტრონული წერილებით, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ჯონ ბრენანს ეკუთვნის. ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრენანის პირადი საფოსტო ყუთი AOL-ის სერვერზე უფროსკლასელმა გატეხა.
ჯონ ბრენანის ერთ-ერთი წერილი, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციისადმი წვდომის განაცხადს შეიცავს.
გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ახალგაზრდა ჰაკერს უწოდეს „მოსწავლე-ნარკომანი“, რომელიც აშშ-ს საგარეო პოლიტიკით არის უკმაყოფილო. „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტვიტერში ბრენანის ტელეფონის და დაზღვევის ნომრის ნახვაა შესაძლებელი.
აშშ-ს თანამდებობის პირების მიერ პირადი ელექტრონული საფოსტო მისამართების გამოყენება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნისას, სამსახურებრივი მიმოწერისთვის პირად საფოსტო სერვერს იყენებდა.