შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში ხმლით შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი ადამიანი მოკლა

ხმლით შეიარაღებული მამაკაცი შვედეთის ქალაქ ტროლხეტანის ერთ-ერთ სკოლაში შეიჭრა,- ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა – მასწავლებელი და მოსწავლე. ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ოთხი ბავშვი. თავდამსხმელის გასანეიტრალებლად შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ის დაჭრილია და საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მთლიანად ამ სასწავლებელში 400 მოსწავლე სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები