„კრასნოგორსკის მსროლელის“ მძღოლი – მე გიორგაძეს გავექეცი (ვიდეო)

„კრასნოგორსკის მსროლელის“ მძღოლი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს. შოთა ელიზბარაშვილის თქმით, ის ამირან გიორგაძეს, რომელმაც რუსეთის ქალაქ კრასნოგორსკში 4 ადამიანი დახოცა, გაექცა. შესაბამისად, ელიზბარაშვილი დანაშაულის თანამონაწილეობას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის თავის უფროსს მეოთხე მკვლელობის შემდეგ გაექცა.
„მე დამნაშავე არა ვარ. უბრალოდ სულელურ სიტუაციაში აღმოვჩნდი“, – განაცხადა ელიზბარაშვილმა სასამართლოში.
გიორგაძის მძღოლის სიტყვებს ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეო ნაწილობრივ ადასტურებს. უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს ელიზბარაშვილი, რომელიც კოტეჯების დასახლებას სწრაფად უახლოვდება და შემდეგ მისი სწრაფი სიარული სირბილში გადადის. ამის შემდეგ ელიზბარაშვილი დასახლების შესასვლელთან მყოფი დარაჯების ყურადღების მოქცევას ცდილობს, მაგრამ ისინი ელიზბარაშვილს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ.
შეგახსენებთ, რომ ამირან გიორგაძემ 19 ოქტომბერს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში რაიონის ადმინიტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და „კრასნოგორსკის ელექტროქსელების“ უფროსი გიორგი კოტლირენკო მოკლა. მოგვიანებით კი მან თავისი ბიზნესპარტნიორი და შემთხვევითი გამვლელიც მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები