ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 365 „ბოევიკის“ სამარხი აღმოაჩინეს

19 სამარხში, რომლებიც ერაყელმა სამხედროებმა ქალაქ ბაიჯის დაკავების შემდეგ აღმოაჩინეს, „ისლამური სახელმწიფოს“ 365 „ბოევიკის“ ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ერაყის უშიშროების სამსახური იტყობინება.
ამასთანავე, ერაყის ძალოვანი სტრუქტურების განცხადებებში არ არის მითითებული, თუ სად არის აღმოჩენილი ეს სამარხები და რის საფუძველზე გადაწყდა, რომ ცხედრები „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ეკუთვნის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ბაიჯის დაკავების შემდეგ ერაყის ჯარი შეტევას განაგრძობს და იმ რაიონების გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის და სირიის ტერიტორიაზე დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები