YouTube-ზე ფასიანი ხელმოწერის ფუნქცია გაჩნდება

ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე 28 ოქტომბრიდან ფასიანი ხელმოწერის ფუნქცია გაჩნდება. ამის შესახებ პორტალის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ხელმოწერა სახელწოდებით: YouTube Red მომხმარებელს რეკლამის გარეშე შეუზღუდავი რაოდენობის ვიდეორგოლის ნახვის საშუალებას მისცემს. ასევე მომხარებელს მისი ჩამოტვირთვის საშუალებაც ექნება.
ამ მომსახურების ფასი თვეში 9,99 დოლარს შეადგენს. მომავალი წლიდან YouTube Red-ის მომხმარებლებს ზოგიერთ ვიდეოზე და ფილმზე ექსკლუზიური წვდომა ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები