სააკაშვილმა უკრაინაში რადიკალური რეფორმები დააანონსა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში რადიკალური რეფორმები დააანონსა. ამის შესახებ სააკაშვილმა მადრიდში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მათ განხორციელებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
„უახლოეს დღეებში პრეზიდენტი პოროშენკო დაიწყებს ძალზე რადიკალური და გადაუდებელი რეფორმების განხორციელებას იმისათვის, რომ მსხვერპლი, რომელიც უკრაინამ გაიღო, უაზრო არ იყოს. ჩვენ დიდ ცვლილებებს ველით“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე.
გასულ კვირას გამოცემა „კომერსანტი“ წერდა, რომ კიევის ეკონომიკის სკოლაში წარმოდგენილი იყო „ოდესის რეფორმების პაკეტი“, რომელიც ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა და კახა ბენდუქიძის სახელობის თავისუფალი ეკონომიკის ცენტრმა წარმოადგინა. რეფორმების პაკეტში შედის შვიდი ბლოკი – ესენია: ფიზიკური პირებისთვის ერთიანი გადასახადის შემცირება 20%-მდე, უკრაინის სახელმწიფო ხარჯების შემცირება 30%-მდე, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება 3%-მდე, ასევე მასობრივი პრივატიზება და მიწის ბაზრის და შრომის ურთიერთობების დერეგულირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები