თურქეთის პრემიერმა ბაშარ ასადს რუსეთში დარჩენა ურჩია

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს რუსეთში დარჩენა ურჩია. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
„თუ ის რუსეთში გარკვეული პერიოდი დარჩება, სირიელ ხალხს მცირე შესვენება ექნება. თუკი იქ სამუდამოდ გადავა საცხოვრებლად, სირიაში შეიძლება პოლიტიკური მოგვარების პროცესი დაიწყოს“, – განაცხადა დავუთოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ ბაშარ ასადი მოსკოვში 20 ოქტომბერს ჩავიდა. 21-ში ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა და სირიაში, სამხედრო ოპარაციაში რუსეთის ძალების ჩართვასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები