„როიტერის“ ინფორმაციით, სირიაში რუსეთის სამი მოქალაქე დაიღუპა
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ სირიაში რუსეთის სამი მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს ფაქტი დამასკოსთან ახლოს მოხდა. „როიტერი“ „ინფორმირებულ წყაროებს“ ეყრდნობა. ამ ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები ბაშარ ასადის მხარეს იბრძოდნენ და ისინი ლატაკიასთან ახლოს, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდნენ. ისინი, სავარაუდოდ, მოხალისეები იყვნენ.
ეს ინფორმაცია უარყვეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა და თავდაცვის სამინისტრომ. რუსეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით, სირიაში მყოფ რუს სამხედროებს შორის „დანაკარგი არ არის“. პესკოვმა კი განაცხადა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინაიდან ის კონკრეტული წყაროდან მიღებული არ არის.