ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება გააუქმა

ავსტრალიის უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ერთსქესიანთა ქორწინებების გაუქმების შესახებ. ეს კანონი მანამდე ქვეყნის დედაქალაქში იყო მიღებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება ავსტრალიის ფედერალურ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“ იუწყება.
უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კანბერაში მიღებული კანონი ეწინააღმდეგება 1961 წლის ფედერალურ კანონს, რომელიც „ქორწინებას“ მამაკაცს და ქალს შორის კავშირს უწოდებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება ქვეყნის პარლამენტის კომპეტენციაშია. ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანომ 2012 წელს განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.
ავსტრალიის დედაქალაქში ერთსქესიანთა ქორწინებები 2013 წლის დეკემბერში იყო ლეგალიზებული. მას შემდეგ იქ 27 ერთსქესიანთა ქორწინება შედგა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ეს ქორწინება გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები