რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში წვრთნები იმართება
რუსეთის სამხრეთ რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო. განგაშით 1 200 სამხედრო პირი იყო მობილიზებული, ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
როგორც სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, მანევრებში 250 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. მათ შორისაა ორი ბომბდამშენი: „სუ-34“, ორი ვერტმფრენი „მი-35“, მოდერნიზებული ტანკები: „ტ-72“, თვითმავალი ჰაუბიცები: „გვოზდიკა“ და „გრადის “ზალპური ცეცხლის დანადგარები.