უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ნატალია მიკოლსკაიამ განაცხადა. ეს სარჩელი დაკავშირებულია იმ აკრძალვებთან, რაც რუსეთმა დააწესა ვაგონების და რკინიგზის ნაწილების მიწოდებაზე კრიუკოვის და დნეპროპეტროვსკის ქარხნებიდან.
ამ უწყების ინფორმაციით, რუსეთის მიერ შემოღებული სანქციების გამო უკრაინის შემოსავალი 34-ჯერ – 1,7 მილიარდი დოლარიდან 51 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ამასთანავე, მიკოლსკაიამ აღნიშნა, რომ მას კონსულტაციების სტადიაზე ამ საკითხების მოგვარების იმედი აქვს. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ კიევი აპირებს ყირიმის ანექსიისთვის რუსეთს ერთი ტრილიონი დოლარი მოსთხოვოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები