დიდ ბრიტანეთში, ამერიკულ ბაზასთან ავიაგამანადგურებელმა F-18-მა კატასტროფა განიცადა

დიდ ბრიტანეთში, აშშ-ს სამხედრო ბაზის სიახლოვეს, ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ ВВС News-ი იუწყება. ბრიტანული მედიის ცნობით, ამერიკული თვითმფრინავი ჭაობში, ქემბრიჯის საგრაფოში ჩამოვარდა. პოლიციის ინფორმაციით, თვითმრინავის პილოტი დაიღუპა. პენტაგონში ეს ფაქტი დაადასტურეს. ამჟამად აშშ-ს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ოთხი საავიაციო ბაზა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები