ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ერთ დღე-ღამეში 15 თალიბი დახოცეს

ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში მოძრაობა „თალიბანის“ 15 „ბოევიკი“ დახოცეს, ოპერაციის დროს ძალოვანი უწყების 6 თანამშრომელიც დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ჰერათის პროვინციაში ჩატარდა. „ბოევიკებმა“ საქალაქო ადმინისტრაციის რამდენიმე შენობას ცეცხლი მოუკიდეს და ამის შემდეგ ირანის საზღვრისკენ გადაინაცვლეს. სექტემბრის ბოლოს „თალიბანმა“ ავღანეთის ქალაქი ქუნდუზი დაიკავა, რომელშიც დაახლოებით 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა ისინი ქალაქ გაზნის უტევენ, რომელიც ქაბულიდან სამხრეთ – დასავლეთში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები