პუტინი მზად არის, სირიის პრობლემის პოლიტიკურ მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის მზად არის, სირიაში არსებული სიტუაციის პოლიტიკურ მოგვარებაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ მან სირიის პრეზიდენტთან – ბაშარ ასადთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამასთანავე, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი აპირებს, აქტიურად ითანაშრომლოს ამ საკითხში მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის სირიის კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან.
„სირია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ მზად ვართ ამ ქვეყანაში ტერორიზმთან ბრძოლისათვის და პოლიტიკური დარეგულირების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა პუტინმა.
სამშბათს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.