რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიის ცაში უპილოტო თვითმფრინავთან „შეხვედრის“ ვიდეო გაავრცელა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სირიის ცაში რუსული ავიაგამანადგურებლის და უპილოტო საფრენი აპარატის „შეხვედრაა“ გადაღებული. ეს ამერიკული დრონი MQ-9 Reaper-ია.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, საფრენი აპარატები იმდემად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, რომ რუსული თვითმფრინავის კაბინიდან დრონის პროპელერის მოძრაობა ჩანდა.
თვითმფრინავების „რანდევუ“ სირიის ცაში რუსეთსა და აშშ-ს მიერ ფრენის უსაფრთხოების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მოხდა. ეს დოკუმენტი ღონისძიებათა კომპლექსს ითვალისწინებს, რომელთა მიზანი ორი ქვეყნის ავიაციას შორის ინციდენტების პრევენციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები