პუტინმა და ასადმა სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებაში ასევე მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები. ვლადიმერ პუტინმა ასადს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „ამ რთულ დროს მან დრო გამონახა და მოსკოვს ეწვია“.
„ჩვენ თქვენი თხოვნის საფუძველზე ვეხმარებით სირიელ ხალხს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში, რომლებმაც სირიის წინააღმდეგ ომი გააჩაღეს. სირიის მოსახლეობა, პრაქტიკულად მარტო, უკვე მერამდენე წელია ებრძვის საერთაშორისო ტერორიზმს და ბოლო დროს ამ ბრძოლაში გარკვეულ დადებით შედეგებს მიაღწია“, – განაცხადა პუტინმა.
ბაშარ ასადის თქმით, რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს. ასადმა პუტინს სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები