აშშ-მ ანტისარაკეტო სისტემა ევროპის ტერიტორიაზე პირველად გამოსცადა (ვიდეო)
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა პირველად გამოსცადეს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ევროპაში. ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში სასაწავლო ბალისტიკური რაკეტა იყო განადგურებული. როგორც აშშ-ს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, ანტისარაკეტო სისტემის გამოყენება საესკადრო ნაღმოსან „როსიდან“ მოხდა. წვრთნებში ოთხმა ამერიკულმა და „ნატოს“ 8 წევრი ქვეყნის ხომალდებმა მიიღეს მონაწილეობა. წვრთნების დროს სასწავლო ბალისტიკური რაკეტა Terrier Orion შოტლანდიის სანაპიროსთან მდებარე ჰებრიდის კუნძულებიდან აფრინდა. ამასთან ერთად, გემების ესკადრას ორი ანტისახომალდო რაკეტა ესროლეს. ბალისტიკური რაკეტა კოსმოსში ააფეთქეს, ხოლო ფრთოსანი რაკეტები საესკადრო ნაღმოსანმა USS Sullivans-მა გაანადგურა. ეს მანევრები ევროპაში აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემის პირველი პრაქტიკული გამოცდა იყო.