ავღანეთში თალიბებმა ამერიკული ავიაგამანადგურებელი სერიოზულად დააზიანეს

ავღანელმა თალიბებმა ცეცხლი გაუხსნეს ამერიკულ ავიაგამანადგურებელ F-16-ს. თვითმფრინავი სერიოზულად დაზიანდა და იძულებული იყო, ავიაბაზაზე დაბრუნებულიყო. პენტაგონის წარმომადგენლის ჯეფ დევისის ინფორმაციით, თალიბებმა თვითმფრინავს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს და მისი ერთ-ერთი სტაბილიზატორი დააზიანეს. ამის შემდეგ პილოტი იძულებული იყო, საწვავის ორი ავზი და სამი რაკეტა ჩამოეგდო. „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, პილოტი არ დაშავებულა და მან თვითმფრინავი აეროდრომზე დასვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები