რუსული ავიაციის დარტყმების შედეგად სირიაში 42 მშვიდობიანი პირი დაიღუპა
42 მშვიდობიანი პირი დაიღუპა სირიის დასახლება ბიშურფაში რუსული ავიაციის დარტყმის შედეგად. თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ავიადარტყმები პროვინციის სხვა რაიონებშიც განხორციელდა. ჟურნალისტების ინფორმაციით, ბომბების და რაკეტების აფეთქებების შედეგად სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა. ამასთანავე, მრავალი ადამიანის ბედი უცნობია, ვინაიდან ისინი შენობების ნანგრევებში იმყოფებიან.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავიადარტყმა დასახლებაზე ორჯერ განხორციელდა. მთლიანად კი 30 სექტემბრიდან, როდესაც რუსულმა ავიაციამ სირიის დაბომბვა დაიწყო, 370 ადამიანი დაიღუპა. აქედან 127 მშვიდობიანი პირია, მათ შორის 36 ბავშვი.