შვეიცარიის საჰაერო ძალების თვითმფრინავი რუსულ ავიალაინერს მიუახლოვდა
შვეიცარიის საჰაერო სივრცეში ამ ქვეყნის საჰაერო ძალების თვითმფრინავი რუსულ ავიალაინერს მიუახლოვდა, რომელშიც სპიკერ სერგეი ნარიშკინის ხელმძღვანელობით რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა.
როგორც შვეიცარიის თავდაცვის, მოსახლეობის დაცვის და სპორტის მინისტრმა პიტერ მინდერმა განაცხადა, რუსულ ავიალაინერთან მიახლოება ჰაერში პოლიციური კონტროლის სტანდარტული პროცედურა იყო.
„შვეიცარიული თვითმფრინავის პილოტის მიზანი ლაინერის იდენტიფიცირება იყო. ასეთი პროცედურა წელიწადში ასჯერ მაინც ხდება“, – განაცხადა მინდერმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსკოვში საფრანგეთის ელჩი გამოიძახეს, რომელსაც ახსნა-განმარტება მოსთხოვეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს აცნობა, რომ სამხედრო თვითმფრინავი F18 მათ არ ეკუთვნოდა. მოგვიანებით რუსულმა მხარემ საფრანგეთს ელჩის დაბარების გამო ბოდიში მოუხადა.