კანადაში გამართულ არჩევნებზე ოპოზიციურმა ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა
კანადაში ოპოზიციურმა ლიბერალურმა პარტიამ საერთო არჩევნებში გამარჯვებას მიაღწია. პარტიამ, რომლის სათავეში ჯასტინ ტრიუდოა, ფედერალურ პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა. ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელ სტივენ ჰარპერს შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობას ცხრა წლის განმავლობაში იკავებდა. ამ დამარცხების შემდეგ ჰარპერი პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს. ლიბერალური პარტიის მომხრეების წინაშე გამოსვლის დროს ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, მისი პარტიის გამარჯვება ნიშნავს, რომ „კანადაში რეფორმების გატარების დრო დადგა“.