სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“ სასწავლო ცენტრია ლიკვიდირებული

სტამბოლის პოლიციამ რეიდის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ სასწავლო ცენტრი გაანადგურა, სადაც უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან ჩამოყვანილი ბავშვები სწავლობდნენ. ამის შესახებ გაზეთი Vatan-ი იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის 24 მოზარდია, რომლებიც უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან ჩამოვიდნენ და მათ რადიკალურ ისლამს და „ისლამურ სახელმწიფოში“ ცხოვრების წესებს ასწავლიდნენ. შეგახსენებთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ამჟამად ერაყში და სირიაში 90 ათასი კილომეტრის ფართობის ტერიტორიას აკონტროლებს. სხვადასხვა მონაცემით, დაჯგუფებაში 150-დან 200 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები