რიო – დე – ჟანეიროში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაინგრა

ბრაზილიის დედაქალაქ რიო-დე-ჟანეიროში აფეთქებამ 10-ზე მეტი შენობა დაანგრია, 40-მდე სახლი სერიოზულად დაზიანდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მეორე ვერსიით კი მაღაზიის საწყობში გაზის ბალონები აფეთქდა.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების ხმა ექვსი კილომეტრის დაშორებით ისმოდა. ამჟამად მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები