სტივენ სპილბერგის თანაშემწის შვილი „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ „ბოევიკი“ გახდა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის თანაშემწის პატრიკ კინის შვილმა ისლამი მიიღო და „ჯაბჰათ ან-ნუსრას“ „ბოევიკი“ გახდა. ეს დაჯგუფება სირიაში „ალ-ქაიდას“ ქვედანაყოფია. ამის შესახებ „დეილი მეილი“იუწყება.
26 წლის ლუკას კინი ორ პროპაგანდისტულ ვიდეოში გადაიღეს, სადაც აბუ ბასირ ალ-ბრიტანის ფსევდონიმით ის ჯიჰადისკენ მოუწოდებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლუკას კინი კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა და 13 წლის ასაკში მას უკვე მღვდელთმსახურება ჰქონდა გადაწყვეტილი. მამამისი სპილბერგთან ერთად მუშაობდა რამდენიმე მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გადაღებაზე, მათ შორის კინოფილმზე „ინდიანა ჯონსი და ბოლო ჯვაროსნული ლაშქრობა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები