მოსკოვის ოლქში კრასნოგორსკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ერთ-ერთი ბიზნესმენი მოკლეს
მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იური კარაულოვი და კომპანია „კრასნოგორსკის ელექტროქსელების“ ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო. ამის შესახებ სააგენტო „მოსკვას“ მოსკოვის ოლქის საგამოძიებო კომიტეტმა შეატყობინა.
წინასწარი ინფორმაციით, სადილის შესვენების დროს ჩინოვნიკის კაბინეტში ადგილობრივი მეწარმე შეიჭრა, რომელიც ობიექტების მშენებლობით იყო დაკავებული. მამაკაცი ავტომატიდან ისროდა. ორივე ადამიანი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
თავდამსხმელი მიიმალა. მისი ვინაობა დადგენილია. მიმდინარეობს ოპერაცია ბოროტმოქმედის დასაკავებლად. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით.