თურქეთის პრემიერი აცხადებს, რომ სირიის საზღვართან ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავი რუსულია

უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც სირიის საზღვართან თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა ჩამოაგდო, რუსული წარმოებისაა, მაგრამ მოსკოვი ამას უარყოფს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დრონის განადგურებამ შემაკავებელი ეფექტი მოახდინა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი მომავალში უფრო ფრთხილად მოიქცევა წინა ინციდენტების გათვალისწინებით. დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი უყოყმანოდ ჩამოაგდებს თვითმფრინავებს, რომლებიც მის საჰაერო სივრცეში შეიჭრება.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტების გამო თურქეთი რუსეთთან ენერგეტიკულ კონტრაქტებს გაწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები