თვითმფრინავის ბორტზე მამაკაცმა მგზავრი დაკბინა და შემდეგ გარდაიცვალა

ავიალაინერის ბორტზე, რომელიც ლისაბონი-დუბლინის მარშრუტით რეისს ასრულებდა, ერთ-ერთმა მგზავრმა მის გვერდით მყოფი მგზავრი დაკბინა, რომელიც მისთვის დახმარების აღმოჩენას აპირებდა. თვითმხილველების თქმით, აღელვებული მგზავრი ძალიან აგრესიულად იქცეოდა და შემდეგ გონება დაკარგა. ინციდენტი Aer Lingus-ის ერთ-ერთ რეისზე მოხდა.
ამის შემდეგ ხომალდის მეთაურმა კორკის საერთაშორისო აეროპორტში დაშვება მოითხოვა. მან ასევე მიმართა მგზავრებს, თუ არის მათ შორის მედიკოსი. სამი ადამიანი მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენას შეეცადა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დაკბენილი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები