“როსსელხოზნადზორი”: საქართველოში ღორის აფრიკული ჭირია გავრცელებული
„როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლებმა ომსკის ოლქში ღორის „სალათი“ დატვირთული ტრაილერი დააკავეს. პროდუქტზე მარკირება არ იყო. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, „სალა “აშშ-ში იყო წარმოებული და ის რუსეთში საქართველოსა და ყაზახეთის გავლით აღმოჩნდა.
ამასთან, „როსსელხოზნადზორის“ ინფორმაციით, ღორის ხორცი და მისგან წარმოებული პროდუქციის შეტანა საქართველოდან რუსეთში აფრიკული ჭირის გამო აკრძალულია. „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოში ღორის აფრიკული ჭირია გავრცელებული.
მარკირების არარსებობის გამო ტვირთის წარმომავლობის დადგენა შეუძლებელი იყო და ის გაანადგურეს. „სალა“ სპეციალურ ღუმელებში დაწვეს.