ვალერი გელბახიანი: მე რომ კოლომოისკის ადგილზე ვიყო, კოდუას ახლოსაც არ გავიკარებდი

“მე რომ კოლომოისკის ადგილზე ვიყო, ამ პიროვნებას ახლოსაც არ გავიკარებდი, რადგან საეჭვო ხელწერა აქვს”, – ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროინდელმა ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელბახიანმა გაზეთ “პრაიმტაიმთან” სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუასა და უკრაინელი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის სავარაუდო შეხვედრისა და მისთვის პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოს გადაცემის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გელბახიანმა აღნიშნა, კოლომოისკის ბანაკში კოდუას გამოჩენა უფრო მეტად ამტკიცებს ვერსიას, რომ ის შეგზავნილია, ვიდრე იმას, რომ ის სააკაშვილს უპირისპირდება.
რაც შეეხება ოდესის გუბერნატორთან, მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებულ იგორ კოლომოისკის, პორტალ tube.ua-ს მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პატიმრების წამებაა ასახული, გელბახიანი ამბობს, რომ მსოფლიოსთვის ის ისედაც ცნობილი იყო და არავისთვის ყოფილა დამალული.
მისივე თქმით, ის კადრები, რომელიც შეიძლება კოდუას ჰქონდეს, მის საწინააღმდეგოდ შეიძლება შემოტრიალდეს.
“კოდუას შეიძლება კოლომოისკისთან რაღაც ბიზნესინტერესები აკავშირებდეს, მაგრამ ამ პოლიტიკურ ჭრილში , რომ განვიხილოთ, მაშინ ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს მისი განხეთქილება სააკაშვილთან.
არა მგონია, კოლომოისკისთვის კოდუა მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს. იგი ფუნქციურად მაშინ იყო მნიშვნელოვანი, როდესაც მას ძლიერი მექანიზმები ჰქონდა ხელში. ახლა ვინ არის კოდუა?”,-დასძინა გელბახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები