გიორგი კანდელაკი ქართველ საზოგადოებას, გორში სტალინის ძეგლის დადგმას ჰპირდება

ჩვენ ახლა ვიწყებთ ძალიან აქტიურ მოძრაობას და ვპირდებით ქართველ საზოგადოებას, რომ გორში სტალინის ძეგლს აუცილებლად დავდგამთ! ძალიან მალე მოდის არჩევნები და ხალხი დანაპირების შესრულებას მოითხოვს, – ამის შესახებ ორგანიზაცია “გორელების” ხელმძღვანელმა, გიორგი კანდელაკმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას განაცხადა. კანდელაკის განცხადებით, გორის საკრებულომ რამდენჯერაც სცადა სტალინის ძეგლის აღდგენა, იმდენჯერ საქმეში საქართველოში მოქმედი უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები ჩაერივნენ.
“სინამდვილეში ჩვენს ქვეყანას უცხოეთის ელჩები მართავენ და მაგათი გადასაწყვეტია, გორში სტალინის ძეგლი უნდა აღიმართოს თუ არა! ამის შემდეგ რომელ დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობთ?! აი, ეგ არის ჩვენი “დამოუკიდებელი” და “თავისუფალი” საქართველო!
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტალინის მუზეუმის დასათვალიერებლად უცხოელი ტურისტებისა და დელეგაციების რიგები დგას გორში, მუზეუმს დიდი შემოსავალი მოაქვს ქვეყნისთვის, მაგრამ ძეგლს მაინც არ დგამენ! ძალიან დიდი ზეწოლაა”, – აცხადებს გიორგი კანდელაკი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები