ზამბიაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო პრეზიდენტმა ლოცვის დღე გამოაცხადა

ზამბიაში ერთი წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის 45%-ით გაუფასურების გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ლოცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ზამბიის ვალუტის გაუფასურება ყველაზე მაღალია 155 ქვეყანას შორის, რომელზეც დაკვირვება მიმდინარეობს. ექსპერტების თქმით, ეს სპილენძის გაუფასურებამ გამოიწვია, რაც ქვეყნის ძირითადი საექსპორტო საქონელია.
„ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეისმინა, მან ცოდვები გვაპატია, დარწმუნებულები ვართ, რომ ის განკურნავს ჩვენს ქვეყანას სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისგან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზამბიის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
ოპოზიციამ მთავრობა და პრეზიდენტი კრიზისის მოგვარების უუნარობაში დაადანაშაულა და „ლოცვის დღეს“ პრობლემებისგან ყურადღების გადატანა უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები