დიმიტრი ქუმსიშვილი: “ყაზტრანსგაზის” მიერ ინვესტიციის გატანაზე მინიშნებაც კი არავისგან მქონია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უცხოურ მედიაში ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საგაზეთო ინტერვიუში აფასებს. “ყაზტრანსგაზის” მიერ ინვესტიციის გატანაზე მინიშნებაც კი არავისგან მქონია. ასე უპასუხა მან კითხვას, რომლის მიხედვითაც “ყაზტრანსგაზი” საარბიტრაჟო დავას აპირებს და სურს, “ყაზტრანსგაზ თბილისში” ჩადებული ინვესტიცია უკან გაითხოვოს.
“ეს არის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს მოლაპარაკებით ჩვენსა და ყაზახურ მხარეს შორის. შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრთან, და შევთანხმდით, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ განვაახლებთ სამუშაო ჯგუფს და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. არის საკითხები, როცა შესაძლოა განსხვავებული ხედვა გვქონდეს, მაგალითად, დარიცხული პროცენტის რაოდენობაზე. რეალურად, ეს ტექნიკური დეტალებია. რაც შეეხება ინვესტიციის გატანას, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მე ასეთი მინიშნებაც კი არავისგან მქონია”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები