პოდოლსკში ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოკლეს
რუსეთის ქალაქ პოდოლსკში 4 წლის ბიჭი და 9 თვის გოგონა მოკლეს. ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულის პაველ ასტახოვის ინფორმაციით, მამაკაცმა ასევე დაჭრა ბავშვების დედა.
„პოდოლსკში საზარელი მკვლელობა მოხდა. დაკავებულია 30 წლის მამაკაცი, რომელმაც ორი ბავშვი მოკლა და მათი დედა მძიმედ დაჭრა“, – დაწერა ასტახოვმა „ტვიტერის“ გვერდზე.
დამნაშავე დაკავებულია. მან დაკავების მომენტში თვითმკვლელობა სცადა.