ოდესის მახლობლად კატერის ჩაძირვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

შავ ზღვაში, ოდესის მახლობლად სამგზავრო კატერის ჩაძირვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
სამგზავრო კატერი, რომელშიც 36 ადამიანი იმყოფებოდა, ოდესის მახლობლად წუხელ ამოტრიადლა. არსებული მონაცემებით, 22 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 14 – დაიღუპა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 8 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. მათივე ცნობით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და კატერ “ივოლგას” კაპიტანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები