სირიაში ალ–ქაიდას ლიდერი მოკლეს
სირიაში ალ–ქაიდას ლიდერი სანაფი -ან ნასრი მოკლეს. იგი ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო მეთაური იყო. ალ-ქაიდას ლიდერი ალეპოს პროვინციაში, ავიაიერიშის დროს დაიღუპა. ალეპოს ასადის არმია, ირანელი სამხედროებისა და რუსული ავიაციის მხარდაჭერით უტევს.
ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედროებმა რეგიონში სამ სოფელზე და ადგილობრივ სამხედრო აეროპორტზე აღადგინეს კონტროლი, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები აკონტროლებდნენ. ბრძოლების შედეგად 8 ჯარისკაცი დაიღუპა, 17 ისლამისტი კი ლიკვიდირებულია.